Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გერმანიამ საქართველოს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი აჩუქა

© photo : Irakli Garibashvili / FBექიმები საველე ჰოსპიტალში
ექიმები საველე ჰოსპიტალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი გერმანულმა მხარემ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), გერმანიის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს 100 000 ერთეული პირბადე და 2 000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საჩუქრად გადასცა, იუწყება პირველი არხი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაცვლილია სამი.

პირბადე - Sputnik საქართველო
ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს ოთხი მილიონი პირბადე აჩუქა

პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი გერმანულმა მხარემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის მრჩეველმა საქართველოში არჩილ ჟორჟოლიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მცირედი, მაგრამ საჭირო დროს გაწეული დახმარება საშუალებას მისცემს სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს, უსაფრთხოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პარტნიორებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან ეფექტურად გამკლავებაში. ჩვენ ასევე ერთობლივად განვიხილავთ მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის დახმარების აღმოჩენის სხვადასხვა გზებს როგორც მოცემულ ვითარებაში, ასევე კრიზისული ფაზის გადავლის შემდეგ“, – განაცხადა არჩილ ჟორჟოლიანმა.

პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე - მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას>>

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად რთული გამოწვევის წინაშეა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პარტნიორების დახმარება. მან გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს დროულად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ერთ–ერთი აფთიაქი - Sputnik საქართველო
სააფთიაქო ქსელებში ქართული პირბადეები უკვე გამოჩნდა

„მოწოდებული ინვენტარი გადანაწილდება საქართველოს რეგიონებში და დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.

საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან - გატარებული ზომების სრული მიმოხილვა>>

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 138 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 4 ათასზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0