Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს ოთხი მილიონი პირბადე აჩუქა

გამოწერა
სამედიცინო პირბადეების შეკერვას შეუდგა კიდევ ერთი საწარმო - „რესპირატორი“. ერთ დღეში იგეგმება 200-250 ათასი ერთეული პროდუქცია

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ქართული კომპანიისგან ოთხ მილიონ სამედიცინო პირბადეს შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან - გატარებული ზომების სრული მიმოხილვა >>

„ქართუმ“ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში თავისი წვლილი რამდენიმე დღის წინაც შეიტანა - StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი შეიტანა.

ქართულმა კომპანია „რესპირატორმა“ მთავრობის მხარდაჭერით სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. პირველ ოთხ მილიონ პირბადეს ფონდი „ქართუ“ შეიძენს და მთავრობას სამედიცინო სექტორისთვის გადასცემს.

საწარმოო პროცესის დაწყებას ადგილზე გაეცნო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ფონდ „ქართუს“ მმართველობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

ბლოკპოსტი თბილისის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა

„ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, პირველ რიგში ეს პირბადეები გადაეცემა სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება.

ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. პირბადეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ სერტიფიცირებული იქნება.

პირბადეების დამზადება - Sputnik საქართველო
საქართველოში პირბადეების წარმოებისთვის მარლა აზერბაიჯანიდან შემოიტანეს

მიუხედავად იმისა, რომ პირბადეებისთვის საჭირო მასალა მთელს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ მთავრობისა და დიპკორპუსის დახმარებით შეძლო მარაგის გაკეთება.

ბაზარზე კი ფიქსირდება სამედიცინო პირბადეების და რესპირატორების დეფიციტი, ადამიანებმა მასობრივად შეიძინეს დამცავი საშუალებები, მათ შორის ანტისეპტიკები და სიცხის დამწევები.

დღეისათვის საქართველოში პირბადეებს ცხრა საწარმო კერავს. მათ შეიცვალეს თავისი პროფილი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პირბადეების და დაცვის სხვა საშუალებების დეფიციტი შეიქმნა. სამკერვალო ფაბრიკები პირბადეებს უსასყიდლოდ კერავენ, ნედლეულს კი მათ სახელმწიფო აწვდის.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახლა დაავადებულთა რიცხვი უკვე 348-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0