Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტრამპი მართალია, ჯანმოს არაკომპეტენტურობა ზღვარს სცდება: რუსი ექსპერტის შეფასება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლემა
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „უცნაური, უაზრო და ღიად ანტიმეცნიერული რეკომენდაციების წყაროდ“ იქცა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არაკომპეტენტურობა გამოავლინა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მიაჩნია მოძრაობა „ძლიერი რუსეთის“ ექსპერტს, კლინიკურ ფარმაკოლოგ ალექსანდრ ედიგერს.

„[ჯანმოს] ექსპერტების არაკომპეტენტურობა ყველა ზღვარს სცდება: განცხადებები ვარირებს ეპიდემიის უარყოფიდან სამედიცინო ტერმინებით შემკულ ჩვეულებრივ ტყუილამდე. ჯანმო, რომელიც სარწმუნო სამეცნიერო ინფორმაციის წყარო უნდა ყოფილიყო (ეს მისი დანიშნულებაა)... აშკარა ბოდვებს წერს“, — განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ედიგერმა. 
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„სხვა არჩევანი არ გვაქვს“ - ტრამპი ჯანმოსთვის დაფინანსების შეჩერების მიზეზებს ასახელებს

მისი აზრით, ჯანმო „უცნაური, უაზრო და ღიად ანტიმეცნიერული რეკომენდაციების წყაროდ“ იქცა. ამის დასტურად ალექსანდრ ედიგერმა მაგალითად მოიყვანა ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ნიღბების გამოყენების თაობაზე საპირისპირო რეკომენდაციები და ასევე ცნობები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობის შესახებ.    

„ამიტომ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის დაფინანსებას უწყვეტს ჯანმოს და მაქსიმალურად აკრიტიკებს ამ ორგანიზაციას, მიმაჩნია, რომ ის მართალია. ორგანიზაცია არ ასრულებს არც ერთ ფუნქციას, რომლებიც მას იმთავითვე აკისრია“, — განაცხადა ექსპერტმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ მსოფლიოს 185 ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 999 628 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 128 011 და განიკურნა 500 995 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0