Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გახარია: უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ცარიელი ქუჩები
თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახმარების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შემოსავალი, შეუძლებელია, თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს, განაცხადა   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს >>

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდიდა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო.

„ეს იყო, ვიდრე ასეთ ღრმა კრიზისში შევიდოდით, სულ პირველი მონახაზი, თვენახევრის, ორი თვის წინანდელი, სადაც, სავარაუდოდ,  ვფიქრობდით, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო ერთჯერადი. ის გაიპარა. ძველი, ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შემოსავალი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იყოს თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარს გადაუხდის

როგორც დღეს პრემიერმა აღნიშნა, დახმარება 150 ლარზე მეტი იქნება.

„150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მეტსაც გეტყვით, რომ 150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია, უბრალოდ ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახმარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, დახმარების პაკეტი უახლოეს მომავალში შემუშავდება. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება შეიმუშავებს კრიტერიუმებს, თუ როგორ დაეხმარებიან თვითდასაქმებულებს, ასევე, შეიძლება, შეიცვალოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მოსახლეობას სურსათის დეფიციტი არ შეეხება. მეტიც, პროდუქტების ოდენობა ნორმაზე მეტიც იქნება. მთავრობის მთავარი ამოცანაა მოქალაქეებისთვის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომი გახადოს ფინანსური კუთხით.

„სასურსათო პროდუქტების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინიც გამოცხადდეს

საუბარია ცხრა ძირითად პროდუქტზე, რომლის ფასსა და მარაგების შევსებას სახელმწიფო გააკონტროლებს - ეს არის ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება და წესებიც მკაცრდება. უახლოეს დროს მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც შესაბამისი წერილი პარლამენტს უნდა გაუგზავნოს.

ყველა ახალი ამბავი
0