საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარს გადაუხდის

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ექვსი თვის განმავლობაში ფულად კომპენსაციას გადაუხდის.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბარია სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს 193 ქვეყანას და  სადაც შეჯამებულია მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების მიერ კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად მიღებული ზომები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარით ოდენობის სუბსიდიით უზრუნველყოფენ იმ პირებს, ვინც დაკარგა სამსახური ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. აღნიშნული სუბსიდია განკუთვნილი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს და შეწყვიტეს, რადგან კომპანიები დაიხურა. სუბსიდირებას მიიღებენ ასევე ის კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს.

მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტს, მათ შორის, ფქვილის, ბრინჯის, რძის ფხვნილის, ზეთის და ამ პროდუქტების 50 მილიონი ლარის ღირებულების მარაგს შექმნის.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქვეყნის მთვარობამ პირველ აპრილს ორი მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულირების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც დაემატა 13 მარტს გამოცხადებულ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტს. თავდაპირველი პაკეტი მოიცავდა ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის შეჩერებას, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ-ის ანაზღაურების პროცესის დაჩქარებას და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.

მუშაობა სახლიდან კორონავირუსის დროს - Sputnik საქართველო
„ძალიან დროულია“ - საქართველოში დასაქმების ონლაინ-ფორუმი ჩატარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მთავრობის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მოსახლეობის ღარიბი სეგმენტისთვის, რომელიც მოიხმარს თვეში 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე და 200 კუბურ მეტრ გაზზე ნაკლებს, მარტი-მაისის პერიოდში ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და დასუფთავების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. 351 მილიონი ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვის ხარჯებზე, მათ შორის, ტესტებსა და კარანტინში პაციენტების მოთავსების ხარჯებზე.

ტელეკომპანიის ცნობით, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხზე განცხადებას საქართველოს მთავრობა ხვალ გააკეთებს.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ზარალი განიცადეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფერომ, ტრანსპორტმა. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ფინანსური სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.

დასაქმებულთა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს ან უვადო შვებულებაში იმყოფება.

ბლოკპოსტი გზაზე - Sputnik საქართველო
რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დასრულდება კომენდანტის საათი?

სავაჭრო ობიექტების დახურვის ფონზე ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალურად მთავრობა ჯერ არ ასახელებს უმუშევრად დარჩენილთა რიცხვს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს უმუშევრობის არსებულ მაჩვენებელს - 11,6%-ს.

მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და ეკონომიკის წასახალისებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო. მზადდება ასევე პოსტკრიზისული გეგმაც.

ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსის 272 შემთხვევაა გამოვლენილი. სამი ადამიანი გარდაიცვალა, 68 გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი - კომენდანტის საათი.

ყველა ახალი ამბავი
0