Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში: დეტალები

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშისტაციონარი
სტაციონარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში კორონავირუსი ინფიცირებულებს შორის დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ისინი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან გამოვლინდა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში პნევმონიის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ შეიმჩნევა

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ორი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვია.

ინფიცირებულები ორი ოჯახის წევრები არიან სოფელ ლეღვადან.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვებს დედასთან ერთად თბილისში გადაიყვანენ, ხოლო დანარჩენი ორი პირი ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში მოთავსდება.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეს ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 28 პირის ანალიზის პასუხს ელოდნენ, რომელთაგან აღნიშნული ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ეს ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათზე დაწესებული იყო მეთვალყურეობა. მათ გამოუვლინდათ ვირუსის კლინიკური ნიშნებიც.

საერთო ჯამში, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან აჭარაში კორონავირუსის უკვე 25 შემთხვევა დადასტურდა. ასევე, დადგენილია კონტაქტებისა და მეორადი კონტაქტების 355 შემთხვევა, რომელთაგან 180 უკვე გამოკვლეულია.

კორონავირუსზე ტესტირება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ასაკოვანი პაციენტი განიკურნა

როგორც აჭარის ჯანდაცვის უწყებაში გამაცხადეს, გამოიკვლევენ დანარჩენ პირებსაც.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 3.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტების უმეტესობა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბოლო გამოჯანმრთელებულიც ამ კლინიკაში მკურნალობდა.

„ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“ , – განაცხადა  მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი დღეს კიდევ 11 პაციენტს ჩაუტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0