Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ასაკოვანი პაციენტი განიკურნა

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსზე ტესტირება
კორონავირუსზე ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
80 წლის ქალმა, რომლის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებდნენ, შეძლო დაავადების დამარცხება – განმეორებითმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. 80 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს და მისი დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, გამოჯანმრთელდა და თბილისის სამედინიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ, 14 აპრილს გაეწერება, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

ქალი კორონავირუსზე ორჯერ შეამოწმეს და ტესტმა ორჯერვე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამჟამად კლინიკაში 81 პაციენტი მკურნალობს. აქედან კორონავირუსი 66-ს დაუდგინდა.

პოლიციელები და მედიკოსები რეგიონებში მოსახლეობას ტემპერატურაზე ამოწმებენ - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება

რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, რომლის მდგომარეობა მძიმე იყო, ამჟამად მას აღარ აქვს სუნთქვის უკმარისობა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა და ის რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ექიმები დღეს რეანიმაციიდან თერაპიის განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანას აპირებენ. ესაა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ცხრა ადამიანია მოთავსებული. აქედან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა ორსულმა, მეორე ორსულის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში მკურნალობს ასევე სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, აღნიშნა რატიანმა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 13 აპრილისთვის>>

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გუშინ კორონავირუსზე ტესტირება 24 პაციენტს ჩაუტარეს. დადებითი შედეგი ერთ შემთხვევაში დადგა – დაავადებულია ასაკოვანი ქალი, რომელიც კლინიკის ერთ-ერთი ყოფილი პაციენტის დედაა. კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხ ბექაიას განცხადებით, 41 პაციენტის მგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა

ახალი პაციენტი კორონავირუსული ინფექციით თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 55 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 16-ს დაუდასტურდა.

პაციენტთაგან შვიდი 18 წლამდე ასაკისაა. კრიტიკულად არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ ფასდება. საყურადღებოა ოთხის მდგომარეობა, მათ შორის არასრულწლოვანი არაა, აღნიშნა სოლოღაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 67 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 439 პაციენტია. ასევე საქართველოში მკურნალობს ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებიც უცხოეთიდან გადმოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0