Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBპოლიციელები და მედიკოსები რეგიონებში მოსახლეობას ტემპერატურაზე ამოწმებენ
პოლიციელები და მედიკოსები რეგიონებში მოსახლეობას ტემპერატურაზე ამოწმებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობაა 266, განიკურნა 67 ადამიანი.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

სოფელ ხიდისყურში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კონტროლი გამკაცრდა>>

ამჟამად ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 203 კონტაქტია გამოვლენილი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 67 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 439 ადამიანია. ასევე საქართველოში მკურნალობს ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებიც უცხოეთიდან გადმოიყვანეს.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ერთი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მიყვანილი. ის მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

„დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია, თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევაა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში, ეზუგბაიას თქმით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ორი პაციენტი. სულ კლინიკაში 32 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში რამდენი პაციენტიც შედის, იმდენივე ტოვებს მას. აქედან გამომდინარე, პაციენტების რაოდენობა 30-დან 35-მდე მერყეობს.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 13 აპრილისთვის>>

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0