Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ტრავიატა“ ონლაინ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მაყურებელს სპექტაკლზე იწვევს

© photo: Sputnik ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
 ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოპერა „ტრავიატა“ პირველად 1859 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ჯუზეპე ვერდის განთქმული ოპერა „ტრავიატას“ დადგმას ამ ჟანრის მოყვარულები იხილავენ ონლაინ კვირას, 12 აპრილს, 19:00 საათზე, ნათქვამია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განცხადებაში.

ქართველმა „რობერტინო ლორეტიმ“ კორონავირუსის პანდემიას სიმღერა მიუძღვნა >>

მთავარი გმირების როლში წარდგებიან სალომე ჯიქია, ნუცა ზაქაიძე, მანანა იორდანიშვილი, ოთარ ჯორჯიკია და სხვ. სპექტაკლში ასევე მონაწილეობას იღებს თეატრის ორკესტრი, გუნდი და საბალეტო დასი.

ბაროკოს მუსიკის კონცერტი - Sputnik საქართველო
ბაროკოს მუსიკის ფესტივალი თბილისში ონლაინ-კონცერტებზე გეპატიჟებათ

დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, რეჟისორი -ლორან გერბერი, ქორეოგრაფი - ნინო ანანიაშვილი.

„ტრავიატა“ (იტალიურად ითარგმნება როგორც „გზააბნეული“) - ოპერა, რომელიც ალექსანდრ დიუმა-უმცროსის რომანის „ქალი კამელიებით“ მიხედვით ფრანჩესკო მარია პიავეს ლიბრეტოზეა დაწერილი. მაყურებელმა ეს ოპერა პირველად იხილა 1853 წლის 6 მარტს ვენეციაში, ლა ფენიჩეს ოპერის თეატრში. ოპერა ჩავარდა, მაგრამ შემდგომში გადამუშავდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული გახდა.

იმ დროის საოპერო დადგმისათვის უჩვეულო იყო მთავარი გმირის არჩევანი - უკურნებელი სენისგან მომაკვდავი კურტიზანის, ასევე ის, რომ მოქმედება მსმენელისთვის თანამედროვე,  XIX საუკუნის შუა წლების პარიზში ვითარდებოდა. როგორც „რიგოლეტოში“ და „ტრუბადურში“, „ტრავიატაშიც“ ვერდის დრამის ცენტრში ჰყავს გამოყვანილი პერსონაჟი, რომელიც საზოგადოებამ გარიყა.

საქართველოში ოპერა „ტრავიატას“ პრემიერა 1859 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0