05:37 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (939)
18520

ამ ჟესტით „ქართველი რობერტინო ლორეტი“ გამოეხმაურა სიტუაციას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნა

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. უკრაინული მუსიკალური კონკურსის Голос.Дети გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც ქართველ რობერტინო ლორეტის უწოდებენ, წარადგინა კლიპი სიმღერაზე „შენ არა ხარ მარტო“ ამით ახალგაზრდა მომღერალმა მხარი დაუჭირა ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო რთული დრო დაუდგა.

თავის კომპოზიციაში ალექსანდრე მღერის იმის შესახებ, რომ მთელის სამყაროც რომ გაჩერდეს, სიყვარულისა და სიკეთის ძალა მას გადაარჩენს. კლიპში ბიჭი პირბადითა და ხელთათმანებით გამოჩნდა. ვიდეოში ასევე გადაღებული არიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთს ვიდეოკავშირით ესაუბრებიან.

ალექსანდრეს წარმატება უკრაინული მუსიკალური პროექტის Голос.Дети მეხუთე სეზონში გამარჯვებით დაიწყო. მოზარდს მაშინვე უწოდეს „ქართველი რობერტინო ლორეტი". ფინალში ალექსანდრემ ქართულად შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" და პროექტში ფურორი მოახდინა.

უკრაინის შემდეგ მისი ნიჭის შესახებ აშშ-შიც გაიგეს. ალექსანდრე წარმატებით წარდგა კარნეგი-ჰოლში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის სცენაზე და აშშ-ის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართა კონცერტები. 2019 წლის სექტემბერში მომღერალი ნიუ-იორკის რესტორან LORD-ში წარდგა საღამოზე „შეეგებეთ ალექსანდრე ზაზარაშვილს" (Meet Alexsandre Zazarashvili), ხოლო 27 და 28 სექტემბერს – ფილადელფიასა და ნიუ-ჯერსიში კონცერტებზე The Voices of Ukraine and Georgia.

უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც ჯერ უკრაინის, შემდეგ ამერიკის, ბოლოს კი მთელი მსოფლიოს მსმენელს შეაყვარა თავი, გახდა „საუკეთესო ვაჟი შემსრულებლები ბავშვთა ხმების ისტორიაში“ რეიტინგის ლიდერი. მისი გამოსვლა „ბრმა მოსმენებზე“ 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (939)

მთავარი თემები