EBRD საქართველოს ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმარება

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ცარიელი ქუჩები
თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გააორმაგებს ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის მხარდასაჭერად

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ გამოყო ერთი მილიარდი ევროს ოდენობით (EBRD) სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

EBRD-ის წარმომადგენლებმა საქართველოში განაცხადეს, რომ ბანკი მზად არის გამოყოს გადაუდებელი დაფინანსება ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყანასა და მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამ დააზარალა, ნათქვამია პრესრელიზში.

აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკის აზრით, საქართველოს 2020 წელს ეკონომიკური ზრდა არ ექნება

„EBRD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს COVID-19-ის გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

EBRD-ის გენერალურმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის ქვეყნებში მატეო პატრონემ დადებითად შეაფასა მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ის ნაბიჯები, რომლებსაც ხელისუფლება კრიზისის დასაძლევად დგამს.

პატრონემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მყარი ვალდებულება მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას, განსაკუთრებით კრიზისის დროს.

„გადაუდებელი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში EBRD-მა შექმნა „გამძლეობის ჩარჩო”, რათა უზრუნველეყო დაფინანსება იმ კლიენტებისთვის, რომელთაც მყარი ბიზნეს საფუძვლები აქვთ და დროებით საკრედიტო სირთულეებს აწყდებიან. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გავაორმაგოთ ძალისხმევა მისი ეკონომიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა მატეო ​პატრონემ.

პატრონეს თქმით, იმის გამო, რომ საქართველო ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, EBRD-ის მხარდაჭერა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა გადაუდებელი ლიკვიდურობა, სამუშაო კაპიტალი და ვაჭრობის დაფინანსება. EBRD დიდი ხანია თანამშრომლობს კომერციულ ბანკებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებს.

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გადასარჩენად ახალ გეგმას ამზადებს >>

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან, ბანკმა 249 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,7 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 87% კერძო სექტორზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0