აზიის განვითარების ბანკის აზრით, საქართველოს 2020 წელს ეკონომიკური ზრდა არ ექნება

© Ministry of Finance of Georgiaაზიის განვითარების ბანკი
აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოში მშპ-ის ზრდა 2020 წელს 0% იქნება, თუმცა, უკვე 2021 წელს ეკონომიკა 4,5%-მდე გაიზრდება.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. მიუხედავად 2020 წელს პანდემიისა და ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის შეიძლება აღდგეს, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის მასალებში.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს უჭერს 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. მის მიერ საქართველოსთვის გაცემული კრედიტების საერთო ღირებულება 2,8 მილიარდი აშშ დოლარია.

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესის დაძლევაში დაეხმარება>>

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მომავალს ოპტიმიზმით უყურებს

ბანკის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა 0% იქნება წლიური 4,5%-იანი ინფლაციის პირობებში, თუმცა, 2021 წელს ეკონომიკა 4,5%-მდე გაიზრდება, ხოლო ინფლაცია 3%-მდე შემცირდება.

„საქართველო ეკონომიკის გაჯანსაღებას 2021 წელს შეძლებს შიდა მოთხოვნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარჯზე, ასევე იმ დროისთვის აღდგენილი გადმორიცხვებით საზღვარგარეთიდან“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის დოკუმენტში.

ამასთან ერთად ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველომ უკვე მიიღო ზომები შოკის გავლენის შესამსუბუქებლად, მათ შორის, ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2020 წელს, მშენებლობისა და წარმოების მოცულობის შემცირების ფონზე, მოსალოდნელია მრეწველობის შეჩერება 3,1% დონეზე, მაგრამ უკვე 2021 წელს მოსალოდნელია 2,1%-ით ზრდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სექტორში.

2020 წელს ასევე შემცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4,4%-მდე, ხოლო 2021 წელს – 4,2%-მდე, რადგანაც იმპორტის უწყვეტი შემცირება და ნავთობზე ფასების ვარდნა სავაჭრო დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს.

ამასთან, უკვე 2021 წელს ექსპორტი საქართველოში 11,9%-ით გაიზრდება, ხოლო იმპორტი – 7%-ით.

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო>>

ბანკის აზრით, ერთადერთი, რასაც ამ პროგნოზზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ესაა პარტნიორების ეკონომიკების მოსალოდნელზე მეტად შემცირება, ასევე დაბალი შიდა მოთხოვნა, ტურიზმის სფეროს ზრდის შეჩერება და საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ლიკვიდურობის გამკაცრება.

ვარდნის სიღრმე პანდემიის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით ოპტიმისტური უწოდა.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, საკმაოდ რთულია ახლა კონკრეტული პროგნოზის შეთავაზება, რადგან ისევ და ისევ დამოკიდებულები ვართ იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსის გამოწვევა არა მარტო საქართველოში, გლობალურად. დამოკიდებულები ვართ ასევე იმაზე, რამდენად სწარაფად „ამოიქოქება“ არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა, არამედ გლობალური ეკონომიკა. ვიტყოდი, რომ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი – 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიც არის“, – განაცხადა თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის უფრო უარესი პროგნოზისთვის ემზადება: „ჯობს, ჩვენ ვემზადოთ უარესისთვის და მერე გაგვიხარდეს ყველას ერთად, რომ უკეთესს მივაღწიეთ“.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გადასარჩენად ახალ გეგმას ამზადებს

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე საქართველოს ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთავრობამ უმალ მიიღო რიგი ზომები, მათ შორის, გადასახადების ჩამოწერისა და იმპორტჩანაცვლების სისტემის განვითარების მხრივ, მაგრამ, როგორც მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღიარა, ეს ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა და უკვე გასაგებია, რომ ზოგიერთი სფერო მალე ვერ აღდება.

პრემიერის შეფასებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე შემცირდა 14 მილიარდიდან 11 მილიარდ ლარამდე. ასეთი პროგნოზებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადახედა ბიუჯეტის ხარჯებს და შეამცირა ან გააუქმა ზოგიერთი პროექტის დაფინანსება.

ამავე დროს ზოგიერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა უკვე გამოთქვა საქართველოს ეკონომიკის დახმარების მზადყოფნა.

ყველა ახალი ამბავი
0