ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესის დაძლევაში დაეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashvili"საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის ტერმინალი
საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია, წარუდგინოს ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი და აამოქმედოს დამატებითი რესურსები.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ეროვნულმა ბანკმა, კორონავირუსის პანდემის ნეგატიური ზეგავლენის შერბილებისა და საქართველო ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეთანხმებული დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა.

„ეროვნული ბანკის სამოქმედო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების მეშვეობით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნეს-საქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კიბერ–შეტევა - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოსახლეობას ონლაინ-ოპერაციების შესრულებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეროვნული ბანკის გეგმის მიხედვით, კომერციულ ბანკებს გუუქმდება კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა და არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერი, რაც საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს. ეს შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად, რომელიც ბანკის კაპიტალს შეამცირებს.

ამავდროულად, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც თანდათანობით გროვდებოდა.

ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიცენზიების გაცემას წყვეტს>>

„ბოლო წლებში საბანკო სექტორი სტაბილური მომგებიანობით გამოირჩეოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს ეროვნულმა ბანკმა, აუცილებლობის შემთხვევაში, კომერციული ბანკების დახმარების მზარყოფნა გამოთქვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია, ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნულ ბანკს აქვს ადეკვატური მოცულობის უცხოური ვალუტის რეზერვები, რომელსაც ასევე დაემატება ახლო პერიოდში მოსალოდნელი სავალუტო შემოდინებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ რეგულატორისა და მთავრობის პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ მოსახლეობა ნაკლებად დამოკიდებული გახდა კურსის მერყეობაზე.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
კარანტინში დაპატიმრებული ფული, ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა

ხოლო თუ ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და სირთულეების გამო უმოქმედო სესხების წილი და საკრედიტო დანაკარგები მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება, ეროვნული ბანკი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს და მიიღებს დამატებით გადამჭრელ ზომებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 3 აპრილისთვის დაავადებულთა რიცხვმა 134-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელდა 26. ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, ხოლო 31 მარტიდან – საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი.

ყველა ახალი ამბავი
0