თბილისი-ათენი-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვა შეჩერდა-ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს

CC0 / Pixabay / აეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ათენი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 5 აპრილი – Sputnk. თბილისი-ათენი-თბილისის 7 აპრილს დაგეგმილ რეისზე ბილეთების რეალიზაცია დროებით შეწყდა, მიზეზი კი მომხმარებელთა მაღალი ნაკადია, აღნიშნულია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში, რომელსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

 AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ლონდონი-ბათუმის რეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, კომპანიამ, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. მათივე ცნობით, საიტზე ერთდროულად შევიდა 3278 მომხმარებელი და თავდაპირველად გატანილი 10 ბილეთის ყიდვას ერთად 552 მომხმარებელი შეეცადა.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბილეთების რეალიზაციის პროცესი ეტაპობრივად განახლდება.

Samolot Boeing 787 PLL LOT - Sputnik საქართველო
სკანდალური რეისი ვარშავა-თბილისი: რატომ ვერ დაბრუნდება საქართველოს ყველა მოქალაქე ერთბაშად

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გადის. კარანტინის რეჟიმში ამჟამად 5067 მოქალაქე იმყოფება.

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში რუსეთის მოქალაქეები - ყველა ავიარეისი შეჩერებულია >>

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 36,  გარდაიცვალა ორი ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 ადამიანი იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0