22:41 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
99 0 0

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც თავის მონაცემებს მიაწვდიან საგარეო უწყებას, უცხოეთში ყოფნის პერიოდში საჭირო სოციალურ დახმარებას გაუწევენ. მთავრობამ ამისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 500 მილიონი რუბლი გამოუყო.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. რუსეთი 4 აპრილიდან აჩერებს საზღვარგარეთიდან თანამემამულეების დასაბრუნებლად დანიშნულ საერთაშორისო ფრენებს, იუწყება РИА Новости ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

მოქალაქეებს, რომლებიც თავის მონაცემებს მიაწვდიან უწყებას, უცხოეთში ყოფნის პერიოდში საჭირო სოციალურ დახმარებას გაუწევენ - რუსეთის მთავრობამ ამისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 500 მილიონი რუბლი გამოუყო.

როგორც ავიაწრეებში არსებულმა წყარომ РИА Новости-ს აცნობა, „როსავიაციამ“ 4 აპრილიდან ყველა ჩარტერზე დაშვებული ნებართვები გაიწვია. მისი თქმით, უცხოეთიდან რუსეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისების აღდგენის თარიღი ამ დროისათვის უცნობია.

რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე 27 აპრილიდან სხვა ქვეყნებთან რეგულარული და ჩარტერული ავიამიმოსვლა შეწყვიტა. გამონაკლისი იყო ფრენები, რომლებიც ხორციელდებოდა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ქვეყნიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების გასაყვანად, ასევე სატვირთო, საფოსტო, სანიტარული და ჰუმანიტარული რეისები, ტექმომსახურების მიზნით ცარიელი თვითმფრინავების გადაადგილება, ტრანზიტული ფრენები და მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებებით განსახორციელებელი რეისები.

რუსეთმა აშშ-ში თვითმფრინავით ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა >>

31 მარტიდან რუსეთმა შეზღუდა ჩარტერული რეისების რაოდენობა, ასევე ჩამომსვლელი მგზავრების რაოდენობაზე შეზღუდვები დააწესა. ამის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ჩამოყვანა ხორციელდებოდა მხოლოდ აეროპორტ „შერემეტევოში“, არაუმეტეს 500 ადამიანისა დღე-ღამეში, ან სხვა აეროპორტებში - არაუმეტეს 200 ადამიანისა დღე-ღამეში.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 1 099 711-ს შეადგენს, გარდაცვლილია 59 197 ადამიანი.

მთავარი თემები