Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სკანდალური რეისი ვარშავა-თბილისი: რატომ ვერ დაბრუნდება საქართველოს ყველა მოქალაქე ერთბაშად

© AP Photo / Alik KepliczSamolot Boeing 787 PLL LOT
Samolot Boeing 787 PLL LOT - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ რომ უცხოეთში დარჩენილი ყველა მოქალაქე სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნდება

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. პოლონეთში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იმყოფება, ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა ვერ მოასწრო ბილეთების შეძენა სპეცრეისზე ვარშავა-თბილისი, რომელიც 3 აპრილს შესრულდება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტიკარაძე: უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა >>

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის მონაცემებით, ამ რეისის ბილეთების გაყიდვა 1 აპრილს დაიწყო და სულ გასაყიდად 67 ბილეთი გაიტანეს.

„ბილეთების გაყიდვა ვარშავის დროით 10:00 საათზე დაიწყო. 32 ბილეთი ვარშავის აეროპორტში ავიაკომპანიის სალაროდან გაიყიდა, დანარჩენი 35 ბილეთი ონლაინ რეჟიმკში - 20 წუთში გაიყიდა. ბილეთის ფასი პოლონურ ეროვნულ ვალუტაში 199 ევროს ექვივალენტი იყო“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ თავდაპირველად პოლონურმა ავიაკომპანია LOT Polish Airlines-მა 26 მარტის რეისის ბილეთები 3 აპრილის რეისზე ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გაყიდა.

გიორგი მერებაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი პოლონური კლუბის რეკორდსმენი გახდა

ამ ფაქტის გამოვლენისთანავე, ქართულმა მხარემ კომპანიას ბილეთების გაყიდვის დაუყოვნებლივ შეჩერება მოსთხოვა, რადგან უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, რომ ამ რეისებზე ბილეთების გაყიდვა ფრენამდე 2 დღით ადრე უნდა დაწყებულიყო. თუმცა ავიაკომპანიამ 26 მარტს გაყიდვების შეჩერებამდე 46 ბილეთის გაყიდვა მოასწრო.

1 აპრილს ათობით ქართველი, რომლებმაც სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები ვერ შეიძინეს, ვარშავაში საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდა. Sputnik-საქართველო პოლონეთში ერთ-ერთ ჩვენს თანამემამულეს დაუკავშირდა.

„აეროპორტში 25 ბილეთი გაყიდეს. დანარჩენები, ვინც ბილეთის ყიდვა ვერ შესძლო, გამოდის, რომ ქუჩაში რჩებიან, რადგან აქ ყველა ჰოსტელი იკეტება. ადამიანები ქუჩაში უფულოდ და უსახსროდ რჩებიან. მეც პოლონეთში სამუშაოდ ჩამოვედი... პრობლემები შემექმნა - იმის გამო, რომ ჩემი ბიომეტრული პასპორტის ვადა 16 აპრილს იწურება... იმის ფულიც არ მაქვს, რომ ბილეთში 200 თუ 500 ევრო გადავიხადო, ხოლო 13 აპრილისთვის ნაყიდი ბილეთი გამიუქმეს. ასე რომ, არ ვიცი რა მეშველება“, - აცხადებს დავით ბერიძე.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
ვანო მერაბიშვილი სამკურნალოდ პოლონეთში გაემგზავრა

არაერთგვაროვანი კომენტარები ისმის პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან.

მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ მოსწრეს ბილეთების შეძენა, სხვები ამტკიცებენ, რომ ბილეთები აღარ იყო გაყიდვის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ, ავიაკომპანიის ვებ-გვერდი კი მიუწვდომელი იყო.

ასევე განსხვავებულია ინფორმაცია ბილეთების ფასის შესახებ - ჯგუფის წევრების ნაწილი წერს გაზრდილი ფასების შესახებ, სხვები კი 200 ევროს ასახელებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისათვის პოლონეთიდან სამშობლოში 400 ადამიანი დაბრუნდა. რადგან უცხოეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება. ამიტომ მოქალაქეების დაბრუნება ეტაპობრივად ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0