თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. პოლიციამ ერთი დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს:
- ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 180 მოქალაქე.
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო - 72 მოქალაქე.
- ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე - 1 ფიზიკური პირი.
- თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
- მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
დაშვებული დროშები და სირენების გუგუნი: ჩინეთმა პატივი მიაგო COVID-19-ის მსხვერპლთ - ვიდეო >>
დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს, აცხადებენ უწყებაში.