კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში

© photo: Sputnikმეტეხის ეკლესია
მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციულად, საქართველოში მორწმუნეები აღდგომის ღამეს ტაძრებში ათენებენ, მაგრამ წელს ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს

თბილისი 4 აპრილი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეახსენა მორწმუნეებს, რომ აღდგომის ღამეს ქვეყანაში კვლავ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარების რეჟიმის ფარგლებში დაწესდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა >>

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში - ათასობით მორწმუნე აღდგომის ღამეს ტაძრებში ხვდება.

„რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ -  განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო წირვა.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: „აღდგომაზე შინ ილოცეთ!“ – ბერძნული სინოდის გადაწყვეტილება

„ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა გაუგებრობები. ვითარება ყოველ წუთს იცვლება. ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტში ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის ორგანიზაციასთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატური რეაგირება გვქონდეს ამ ყველაფერზე“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ადრე საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით, და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კარანტინი ამოქმედდა. 31 მარტიდან 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთლიანად გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროს ჩათვლით. ყველა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისთვის ბლოკ-პოსტები მოეწყო.

ყველა ახალი ამბავი
0