02:35 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1684)
73 0 0

ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა დუმილის სამი წუთი, დაეშვა სახელმწიფო დროშები, ისმოდა საზღვაო ხომალდებისა და ავტომობილების სირენების ხმა.

თბილისი, 4 აპრილი ― Sputnik. ჩინეთში დღეს პატივი მიაგეს კორონავირუსის მსხვერპლთა ხსოვნას. ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა დუმილის სამი წუთი, დაეშვა სახელმწიფო დროშები, ისმოდა საზღვაო ხომალდებისა და ავტომობილების სირენების ხმა.

ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო დროშები დაეშვა არა მარტო ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩინეთის საელჩოებზეც.

„ეს ჩვენი წამებული თანამემამულეების ხსოვნაა, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლაში დაეცნენ“, ― განაცხადა ჩინეთის მთავრობამ.

ამასთან, ხელისფლებამ გადაწყვიტა, უარი ეთქვათ ხალხმრავალ ღონისძიებებზე, მაგალითად, დაღუპულთა საფლავების მასობრივ მონახულებაზე, რათა COVID-19-ის ახალი აფეთქება აღეკვეთათ. 

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული 3 300 ადამიანი გარდაიცვალა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1684)

მთავარი თემები