ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Georgy Zemarev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ჩაბარება
სისხლის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნა სისხლის მარაგთან დაკავშირებით, რაც ახლა ესოდენ აუცილებელია, ამიტომ ყველას, ვისაც ეს შეუძლია, სისხლის ჩაბარებას სთხოვენ.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnk. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩააბარონ სისხლი და გადაარჩინონ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ახლა სტაციონარებში იმყოფებიან.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა ბრიფინგზე, ეს ძალზე მნიშნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ.

ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის დონორთა მობილიზაციას აცხადებს>>

„ჯანდაცვის უწყება იყო სტრუქტურა, რომელმაც პირველმა გაიღო სისხლი დონაციის აქციისთვის. მოვუწოდებ ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება, თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე, რომ ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
ამოწმებენ თუ არა სისხლის დონორებს კორონავირუსზე – პაატა იმნაძის პასუხი

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა სისხლის ჩაბარება. შემცირების ტენდენცია თუ შენარჩუნდა, ქვეყანაში სიხლის სერიოზული დეფიციტი შეიძლება შეიქმნას.

კორონავირუსის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში პერსონალის რაოდენობის შემცირება და სხვა ბარიერები ნეგატიურად აისახება იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც სისხლის რეგულარულ გადასხმას საჭიროებს.

დონორობა ნებისმიერ ჯანმრთელ, 18-დან 60 წლამდე ადამიანს შეუძლია. დონორი არ შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი, ასევე შიდსით, სიფილისით, ვირუსული ჰეპატიტით, ბრუცელოზით დაავადებული, პარაზიტული და სისხლის დაავადებების მქონე.

იმნაძე: ინფექციონისტები კორონავირუსის პლაზმოთერაპიით მკურნალობის თაობაზე ფიქრობენ>>

მომავალმა დონორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქირურგიული თუ სტომატოლოგიური ჩარევიდან, ტატუს გაკეთებიდან თუ ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციიდან მხოლოდ ექვსი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ სისხლის ჩაბარება.

დონორი ასევე არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობს, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი აქვს მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0