იმნაძე: ინფექციონისტები კორონავირუსის პლაზმოთერაპიით მკურნალობის თაობაზე ფიქრობენ

© Pixabay / PublicDomainPicturesსისხლის ანალიზი ლაბორატორიაში
სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში უკვე წარმატებით შეეცადნენ ინციფირებულთა პლაზმოთერაპიით  განკურნებას და ამ მეთოდს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული უწოდეს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik.  ქართველი ინფექციონისტები კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ სისხლის პლაზმის გამოყენების თაობაზე ფიქრობენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინის არარსებობის პირობებში მსოფლიოს მედიკოსები პაციენტების მკურნალობისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.  ჩინეთში უკვე წარმატებით შეეცადნენ ინციფირებულთა პლაზმოთერაპიით  განკურნებას და ამ მეთოდს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული უწოდეს. 

თნგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგის პროგნოზი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბების შესახებ

 „აღნიშნული მეთოდით მკურნალობისთვის კონკრეტული ინფექციისგან, მათ შორის, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ბევრი ადამიანის სისხლია საჭირო. ეს მეთოდი საკმაოდ მიღებულია და ამის თაობაზე ფიქრობენ ჩვენი კოლეგა–ინფექციონისტები“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, მკურნალობის ასეთი მეთოდი მძიმე დაავადებების დროს გამოიყენება. ბოლოს იგი ყირიმ–კონგოს ცხელების დროს გამოიყენეს.

 „ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი. საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს.  მას ძველ დროშიც იყენებდნენ,  მაგრამ ბოლოს მძიმე დაავდების დროს იყო, როდესაც ყირიმ-კონგოს ცხელების დროს ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა“, – განაცხადა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23. კარანტინში იმყოფება 5783, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0