Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქართველი ოპერის მომღერალი აშშ-ში კორონავირუსით დაავადდა

© photo: Beka Goginashvili / FBოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი
ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერლის თქმით, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ბექა სახლშია, ექიმის კონსულტაციებს კი მხოლოდ ტელეფონით ისმენს

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქართველი ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი, რომელიც აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს, კორონავირუსით დაავადდა. ამის შესახებ მომღერალმა თავად დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე.

სიყვარული მსოფლიოს იხსნის:ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინ მელაძე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ >>

მომღერლის განცხადებით, ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. იმყოფება სახლში, ექიმისგან კონსულტაციებს კი მხოლოდ ტელეფონით ისმენს. როგორც გოგინაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება განაპირობა გადავსებულმა საავადმყოფოებმა, გარდა ამისა, მიაჩნია, რომ თავი უნდა აარიდოს ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან კონტაქტს.

„თავიდანვე გადავწყვიტე რომ დასამალი არაფერი მაქვს და პირიქით, რაც მეტ ადამიანს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, მგონია, რომ უფრო ნაკლებად იქნებიან სტრესულ მდგომარეობაში“, - წერს მომღერალი.

ბექა გოგინაშვილი მადლობას უხდის ყველას მის მიმართ გამოხატული ყურადღებისა და სიყვარულისთვის.

„ადამიანი ცხოვრობს ერთხელ და ნამდვილად არაა სასურველი მთელი სიცოცხლის შიშის ქვეშ გატარება. რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმების დაცვა ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ძლიერად თავს, როცა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება უფლის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული და არა რომელიმე ერთუჯრედიან ვირუსზე“, - ამბობს არტისტი.

„ბოლო დღეებში ბევრი ქუჩაში დარჩენილი ადამიანი დავაბინავეთ“ - ემიგრანტების ყოფა ბარსელონაში >>

ბექა გოგინაშვილმა სიმღერა მოზარდობის ასაკში დაიწყო. 12 წლისა დედამ იგი საოპერო თეატრის სოლისტ მზია დავითაშვილთან მიიყვანა. სწორედ დავითაშვილმა დაიწყო ბექას აქტიური მომზადება, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აშშ-ში საქართველოს 62 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

მოგვიანებით ბექა გოგინაშვილი არაერთხელ გამოსულა პრესტიჟულ სცენებზე საქვეყნოდ განთქმულ საოპერო შემსრულებლებთან ერთად. 2015 წელს მან ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლშიც“ იმღერა.

ოპერის გარდა, გოგინაშვილი 18 წელზე მეტია, იაპონური საბრძოლო ხელოვნებითაა გატაცებული და არაერთი ჩემპიონატისა და პირველობის გამარჯვებულია.

არტისტი არის ასევე საქველმოქმედო ფონდ „თამარიანის“ დამფუძნებელი. ფონდის სახელით მან ბევრ გაჭირვებულს აღმოუჩინა რეალური დახმარება.

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 163,5 ათასს მიაღწია. გარდაცვლილია სამი ათასზე მეტი ადამიანი. ნიუ-იორკი დღეს ეპიდემიის აფეთქების კერაა. ხელისუფლება ეპიდემიის პიკისთვის ემზადება, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით სამ კვირაში დადგება.

ყველა ახალი ამბავი
0