04:22 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1766)
70 0 0

ვარსკვლავური წყვილი თვითიზოლაციაში მშვენიერ დროს ატარებს და კარანტინის წესების დაცვისკენ მოუწოდებს

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. პოპულარული რუსი მომღერალი და მსახიობი ვერა ბრეჟნევა - ცნობილი კომპოზიტორის და მუსიკალური პროდიუსერის, კონსტანტინ მელაძის მეუღლე კორონავირუსის პანდემიის გამო ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„ნებაყოფლობითი კარანტინის დღეები“ – გაიპრანჭა და თივას ეზიდება – სახალისო ვიდეო >>

ბრეჟნევა და მისი მეუღლე იშვიათად აქვეყნებენ ერთობლივ ფოტოებს ან ვიდეოებს, მაგრამ ახლა მომღერალმა გააკეთა გამონაკლისი იმისათვის, რომ COVID-19-ის ძლიერი საფრთხის გამო ფანებს იზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდოს. ვიდეოში ბრეჟნევა მღერის ნაწყვეტს თავისი სიმღერიდან Любовь спасет мир („სიყვარული მსოფლიოს იხსნის“), თუმცა სიტყვებს ცვლის.

„Ты знаешь, сейчас повсюду карантин, останься лучше дома, как я и Константин – „შენ იცი, ყველგან კარანტინია, დარჩი სახლში, როგორც მე და კონსტანტინი“, - მღერის ბრეჟნევა.

ვარსკვლავური წყვილის ფანები წერენ კომენტარებში, რომ ისინი ძალიან საყვარლები არიან, ზოგიერთს კონსტანტინის შურს კიდევაც.

„გაუმართლა კონსტანტინს, შენთან ერთად კარანტინში მთელი ცხოვრება ვიქნებოდი“, - წერს beligto.t.

მომღერალი, მსახიობი, პოპ-ჯგუფ „ვიაგრას“ ყოფილი წევრი ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინ მელაძე ოთხი წლის წინ დაქორწინდნენ. თუმცა წყვილი ერთად იშვიათად ჩნდება.

რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამგვარად, დღეისათვის ქვეყნის 73 რეგიონში 2 337 დაავადებულია. გარდაიცვალა 17 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 121 პაციენტი. ყველაზე მეტი დაავადებულია მოსკოვში - 613 ადამიანი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1766)

მთავარი თემები