Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი წარადგინეს

© photo: Sputnik / VItaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ტესტ-სისტემა
კორონავირუსის ტესტ-სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსმა ექიმებმა კორონავირუსის მკურნალობის სქემა ჩინური და ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავეს

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. COVID-2019 - ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი რუსეთის ფედერალურმა მედიკო-ბიოლოგიურმა სააგენტომ წარადგინა, იუწყება РИА Новости სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ამირან გამყრელიძე: „დიდი ალბათობით ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტი გვაქვს“ >>

პრეპარატი მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტ „მეფლოხინის“ ბაზაზე შექმნა სამეცნიერო-საწარმოო ცენტრმა „ფარმზაშჩიტა“. შემუშავებისას გათვალისწინებული იყო ვირუსის მკურნალობის გამოცდილება საფრანგეთსა და ჩინეთში.

სასწრაფო დახმარების ავტომობილი ინფექციურ საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
იქნება თუ არა შესაძლებელი კორონავირუსის მკურნალობა სახლში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს

„მაღალი სელექტურობის მქონე პრეპარატი ბლოკავს კორონავირუსის ციტოპატიურ ეფექტს უჯრედების კულტურაში და ხელს უშლის მის რეპლიკაციას, ხოლო „მეფლოხინის“ იმუნოსუპრესიული მოქმედება აბრკოლებს ვირუსით გამოწვეული ანთებითი რეაქციის აქტივაციას. მაკროლიდური ანტიბიოტიკების და სინთეტური პენიცილინების ჩართვა არამარტო აფერხებს მეორადი ბაქტერიულ-ვირუსული სინდრომის ფორმირებას, არამედ სისხლის პლაზმასა და ფილტვებში ანტივირუსული საშუალების კონცენტრაციას ზრდის“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ვერონიკა სკვორცოვამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სხვადასხვა სიმძიმის COVID-19-ის მქონე პაციენტების ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, „მეფლოხინის“ ბაზაზე მიმდინარეობს კორონავირუსის პროფილაქტიკის ეფექტური და უსაფრთხო სქემის შემუშავება, აცხადებენ პრესსამსახურში.

სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდურ რეკომენდაციებში შემუშავებული პრეპარატის ჩართვას სთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0