კორონავირუსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს დაუდასტურდა

© REUTERS / Flavio Lo Scalzoსაავადმყოფოში
საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის იმყოფება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა მალევე მოხდება მოსი „მედალფაში“ გადაყვანა.

თბილისი,  30 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ექთანს კონტაქტი ერთ-ერთ ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა.

„ბათუმში დაფიქსირდა ერთი სამწუხარო ფაქტი. ერთი პირია ინფიცირებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან, დადასტურებულია ახალი კორონავირუსი. აღნიშნული პირის ინფიცირების შესაძლო კონტაქტია პაციენტი, რომელსაც აქვს გარკვეული სამედიცინო პრობლემები, დაუმორჩილებელი პაციენტი. რომელთანაც კომუნიკაცია გახდა ინფიცირების შესაძლო ფაქტი. სამედიცინო პირი იცავდა ყველა იმ პროტოკოლს, რაც გათვლილია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ პერსონალი არის მაღალი რისკის და ის არ არის ამ რისკისგან დაცული“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ბოლო 3 შემთხვევა ქუთაისში, ზუგდიდსა და საჩხერეში დაფიქსირდა

მისივე თქმით, დაინფიცირებული ექთნის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის იმყოფება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა მალევე მოხდება მოსი „მედალფაში“ გადაყვანა.

მისი თქმით, შესწავლილია ყველა სავარაუდო კონტაქტი, რომელიც ექთანს ჰქონდა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, გამოვლენილია 15 კონტაქტი, მათ შორის, არიან ოჯახის წევრები და მედპერსონალი. ყველა მათგანი კარანტინშია.

„პირველადი ეპიდკვლევა არის დასრულებული. მოძიებულია ყველა კონტაქტი. 15 პირია, როგორც ოჯახის წევრი, ასევე მედპერსონალი. ყველაზე დამყარებულია მეთვალყურეობა და მკაცრი იზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. საჭიროების შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევა. რამდენიმე პირს უკვე ჩაუტარდა და უარყოფითია შედეგი. თუმცა, ეს შედეგი არ გვაძლევს გარანტიას დარჩენილ 12 დღეში მდგომარეობა როგორ შეიცვლება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ მომენტისთვის 103–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 20. კარანტინში რჩება 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საგანგებო ბრფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინე რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევა.

ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
საჩხერეში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი მტრანსპორტის მუშაობა, ტაქსის მძღოლებისთვის მკაცრი რეგლამენტი დაწესდა: ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება. დაიკეტა ქალაქები თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი და რუსთავი.

ყველა მოქალაქე ვალდებულია ქუჩაში გადაადგილებისას თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონებად გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0