საჩხერეში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშივირუსოლოგიურ ლაბორატორიაში
ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ცნობით, გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკას დღესვე დატოვებენ

თბილისი,  30 მარტი — Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ, განუცხადა პირველ არხს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.

ქამუშაძის ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზები ცოტა ხნის წინ მიიღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითია.

ლაბორატორიიდან სულ 10 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და აქედან ცხრა უარყოფითია, ერთი კი დადებითია. საჩხერის სამედიცინო ცენტრში COVID-19 ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და საშუალო სიმძიმისაა.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: ინფიცირების ბოლო ორი შემთხვევა ინგლისის კლასტერს უკავშირდება

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი მკურნალობს. ერთი კი რამდენიმე დღის წინ გაეწერა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ მომენტისთვის 103–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 20. კარანტინში რჩება 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საგანგებო ბრფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინე რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევა.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი მტრანსპორტის მუშაობა, ტაქსის მძღოლებისთვის მკაცრი რეგლამენტი დაწესდა: ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება. დაიკეტა ქალაქები თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი და რუსთავი.

ყველა მოქალაქე ვალდებულია ქუჩაში გადაადგილებისას თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონებად გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0