კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა საიდუმლო – რატომ დუმს მასმედია

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარების ბრიგადა დამცავ კოსტიუმებში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა დამცავ კოსტიუმებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 81 ადამიანი. ცნობილია მხოლოდ ორი მათგანის ვინაობა. დანარჩენების ვინაობა გასაიდუმლოებულია.

ეს საიდუმლო მოსახლეობაში არაერთ კითხვას აღძრავს. სოციალურ ქსელებში შეიძლება გადააწყდეთ მოწოდებას, გამოქვეყნდეს ინფიცირებულთა სახელები, მისამართები და ასაკი. მსგავსი მოთხოვნა მარტივად აიხსნება: ადამიანებს ეშინიათ ვირუსის და უნდათ დისტანცია დაიცვან ყველასგან და ყველაფრისგან, ვინც და რაც ინფიცირებულებს უკავშირდება.

„საზოგადოების რეაქციის მეშინია“–ქართველი პაციენტის წერილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა>>

თუმცა პაციენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა პიროვნების თავისუფლების უზენაეს უფლებას უკავშირდება – პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

რატომ არ შეიძლება სახელების გამხელა

ინფიცირებულთა სახელების გავრცელება აკრძალა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ. მისი უწყება მკაცრად ადევნებს თვალს ამ ნორმის დაცვას, დამრღვევები კი ისჯებიან.

„როგორც წესი, არ არსებობს ვირუსით ინფიცირებულის სახელებისა და გვარების, ასევე სავარაუდოდ ინფიცირებულთა და/ან მათთან კონტაქტში მყოფ პირთა ვინაობის გასაჯაროების აუცილებლობა“, – აღნიშნულია რეკომენდაციაში.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გასაჯაროება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფექციის გავრცელების აღკვეთას შეუწყობს ხელს.

პაციენტი - Sputnik საქართველო
„მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო“- „გეფას“ დირექტორის წერილი ინფექციურიდან

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი – „პირადი ცხოვრების ხელყოფა“, რომელიც მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერი პერსონალური მონაცემის (ნებისმიერი მოქალაქის პირადი ცხოვრების, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახელის, გვარის და სხვა პერსონალური მონაცემების) გასაჯაროებას.

აღნიშნულ საკითხს საქართველოს კონსტიტუციაც არეგულირებს, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, მის ფინანსებსა და პერსონალურ საკითხებს, ვერ იქნება ხელმისაწვდომი ამ პირის თანხმობის გარეშე.

ავად ყოფნა სირცხვილი არ არის

დღეს ახალი კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზს არ მალავს მხოლოდ ორი პაციენტი.

ნიკოლოზ გამყრელიძე - Sputnik საქართველო
„ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“ – ნიკოლოზ გამყრელიძე იმაზე, თუ როგორ შეეყარა კორონავირუსი

პირველი საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგის ვაჟი, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სამეთვალყურეო ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძეა.

„გადავწყვიტე, გავამჟღავნო ვინაობა რამდენიმე მიზეზით: ვფიქრობ, რომ ავად ყოფნა სირცხვილი არ არის და არ მინდა, ეს საკითხი ინტერპრეტაციისა და პანიკის მიზეზი გახდეს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა აგრეთვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს, რომელმაც ასევე გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია.

ყველა ახალი ამბავი
0