„საზოგადოების რეაქციის მეშინია“–ქართველი პაციენტის წერილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

© photo: Pixabay / picjumbo_comლეპტოპი
ლეპტოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 67-ს მიაღწია. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. პაციენტი, რომელმაც საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა, წერილს ავრცელებს, რომელიც ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა.

პაციენტი - Sputnik საქართველო
„მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო“- „გეფას“ დირექტორის წერილი ინფექციურიდან

პაციენტი წერს, რომ თებერვლის ბოლოს მეგობრებთან ერთად იტალიაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა, რის შემდეგაც გამოუვლინდა ვირუსის სიმპტომები – ყელის სიმშრალე, ტკივილიც, შედგომში დაემატა სურდო. მიმართა ექიმს და გაუკეთეს ანალიზი, რამაც კორონავირუსი დაადასტურა.

„მე პირადად მქონდა ყელის ტკივილი, 2-3 დღის განმავლობაში, პირის სიმშრალე და მცირე სურდო. ჩემს მეგობრებს აღენიშნებოდათ ასევე ტემპერატურაც, მაქსიმუმ 37.8. ვირუსის ამბავი რომ გამაგებინეს, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უცებ, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, იმ დროს ზუსტად მივხვდი, რას ნიშნავს ეს სიტყვები, შემდეგ რამდენიმე წამი ჩუმად ვიდექი და მერე უკვე დავიწყე ფიქრი და იმ რეალობის მიღება, რის წინაშეც ვიყავი, გონებამ პირველი, რაზეც ფიქრი დაიწყო, იყო ის ადამიანები, ვინც ვნახე იზოლაციამდე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე, ბებიები, ბაბუები, ჩემი ოჯახის წევრები, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვნახე მოგზაურობის შემდგომ და ვიგრძენი ის საშიშროება, რაც შეიძლებოდა მე გამომეწვია“, – ამბობს პაციენტი.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად საზოგადოების რეაქცია აშინებს და იმედი აქვს, როდესაც კლინიკას დატოვებს, თავს გარიყულად არ იგრძნობს.

პაციენტი მადლობას უხდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს და თანამშრომლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ასევე მადლობას უხდის მთავრობას, რადგან არც ერთი წუთით არ უგრძვნია უყურადღებობა მათგან.

ნათია კაკაბაძე - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: ვოცნებობ გემი მყავდეს, სადაც ყველა ემიგრანტს მოვაგროვებ და...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 67-ს მიაღწია. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 235.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ყველა ახალი ამბავი
0