„ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“ – ნიკოლოზ გამყრელიძე იმაზე, თუ როგორ შეეყარა კორონავირუსი

© photo : Nikoloz Gamkrelidze / FBნიკოლოზ გამყრელიძე
ნიკოლოზ გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად დაავადების პირველი შემთხვევაა საქართველოში . აქამდე პაციენტები კორონავირუსით უცხეთიდან ჩამოდიოდნენ

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე – სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სადამკვირვებლო ცენტრის ხელმძღვანელი – საუბრობს, თუ როგორ დაინფიცირდა კორონავირუსით საქართველოში.

ტიკარაძე: თუ მოსახლეობა ითანამშრომლებს ჯანდაცვის უწყებასთან, ვირუსს გავუმკლავდებით>>

იმის თაობაზე, რომ გამყრელიძე დაავადდა, შაბათ დილით გახდა ცნობილი. ინფიცირების წყარო გახდა კვირას იტალიიდან ჩამოსული კორპორაციის თანამშრომელი. მასმედიის ინფორმაციით, თანამშრომელმა დამალა დაავადების სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და რამდენიმე თათბირს დაესწრო. კოროვავირუსი მას მხოლოდ ოთხშაბათს დაუდგინდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. იქიდან გამონდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებული რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით“, – დაწერა გამყრელიძემ Facebook–გვერდზე.

ის კორონავირუსით დაავადებული პირველი ადამიანია საქართველოში, რომელიც ქვეყნიდან არ გასულა. ამასთან, მისმა მამამ განაცხადა, რომ დაავადებათ ეროვნულმა ცენტრმა უკვე მოახდინა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულთან. ამ დროისთვის შემოწმებულია 76 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია 50 ადამიანის ანალიზების პასუხები.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

თავისი შვილის დაინფიცირების შესახებ დეტალურად ისაუბრა ამირან გამყრელიძემ.

„ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები, იყვნენ ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა ინფიცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რატომ გახდა ცნობილი ვინაობა

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა ცნობილი, თუმცა მხოლოდ ნიკოლოზ გამყრელიძემ არ დამალა თავისი დაავადების შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, გადავწყვიტე, რომ გავხადო საჯარო რამდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა, ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი. 3. და რაც მთავარია, არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანიკის საფუძელი არ არის, მაგრამ, ამავდროულად, მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის შემდეგ დარჩენ სახლში 14 დღის განმავლობაში და არ ეკონტაქტონ სხვა ადამიანებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
უკვე 12: საქართველოში კორონავირუსით ინციფირების ახალი შემთხვევები დადასტურდა

მისი თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ საპატრულო პოლიციის დახმარებით სახელმწიფო აკონტროლებს მათ, ვინც სახლში იმყოფება კარანტინზე, ზოგიერთი მაინც არღვევს მას.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიიდან ჩამოსული ქალი, კარანტინის ნაცვლად, სილამაზის სალონს ეწვია, თუმცა, სალონის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკეს და ის კარანტინში დააბრუნეს.

ამჟამად საქართველოში საშინაო კარანტინის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0