ტიკარაძე: თუ მოსახლეობა ითანამშრომლებს ჯანდაცვის უწყებასთან, ვირუსს გავუმკლავდებით

© Sputnik / STRINGERგოგონა ნიღბით
გოგონა ნიღბით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და დღესდღეობით მოწმდება კიდევ 70 ადამიანი

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თუ მოქალაქეები გაითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, იქნებიან პასუხისმგებლობით გამსჭვალული, ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადადების მართვა გამარტივდება, განაცხადა აქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ სამი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, ანუ ამჟამად საქართველოში 12 ადამიანია ამ ვირუსის მატარებელი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
უკვე 12: საქართველოში კორონავირუსით ინციფირების ახალი შემთხვევები დადასტურდა

მინისტრის განცხადებით, სიტუაცია რთულდება, როდესაც ინფექციის გადატანა ადამიანიდან ადამიანზე ხდება, თუმცა, ეს პანიკის საფუძველი არ არის და იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კარგად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, გაითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციებს, შესაძლებელი იქნება ვირუსთან გამკლავება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან, ამ შემთხვევაში გავრცელება შემცირდება და მეტად კონტროლირებადი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის მართვა ბევრად რთული იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა:

„იმ შემთხვევაში, თუ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ ცხელ ხაზზე... შეგვატყობინონ, ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეუვსებენ კითხვარს, ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, შესაძლებელი იქნება შემდგომი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. მობილიზებულია რამდენიმე საავადმყოფო, საკარანტინე ადგილები, პალატები და იმის მიხედვით თუ სად იქნება კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, პაციენტს შესაბამის ადგილზე გადაიყვანენ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

ეს ადგილებია: ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, პალატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გორის სამხედრო ჰოსპიტალი, საჩხერის საავადმყოფო.

ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და დღესდღეობით მოწმდება ის 70 ადამიანი, რომლებიც იმყოფებოდნენ კონტაქტში ინფიცირებულ პირებთან.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორისაა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეათე შემთხვევა დაფიქსირდა>>

როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში. მისი თქმით, ინფიცირებულთა 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობასთან. 

ყველა ახალი ამბავი
0