გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

გამოწერა
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი გახლავთ იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები ან იტალიელი ტურისტები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
უკვე 12: საქართველოში კორონავირუსით ინციფირების ახალი შემთხვევები დადასტურდა

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორისაა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა.

გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობასთნ.

„ ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები, იყვნენ ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა ინფიცირება. ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. 

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეათე შემთხვევა დაფიქსირდა

„გუშინ ლუგარში გამოკვლეული იყო 39 შემთხვევა და აქედან 3 შემთხვევა არის დადებითი... ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი და 50 -ის შესწავლა მიმდინარეობს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

საქართველომ პარასკევს იტალიასთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე ავიამიმოსვლა შეჩერდა ირანთან და ჩინეთთან. ასევე 6 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს ვირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოგზაურთა  შეზღუდვა.  

ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
ჯანმოს წარმომადგენელი: „ფუჭი იმედია,  რომ კორონავირუსი  ზაფხულში გაქრება“

ამასთან, საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებული არიან, გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა. გარდა ამისა, აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.
ამ დროისთვის მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 80,6 ათას ადამიანს გადააჭარბა, დაიღუპა 3 070, განიკურნა 55 ათასზე მეტი.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით 335 ადამიანი დაიღპა, დაავადებულთა საერთო რიცხვი კი 100 ათასს აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0