Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმოს წარმომადგენელი: „ფუჭი იმედია,  რომ კორონავირუსი  ზაფხულში გაქრება“

© Sputnik / STRINGERვირუსი ქალაქში
ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა – ორი მათგანი ირანში იმყოფებოდა, შვიდი კი იტალიაში. 

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თუ კორონავირუსი ზაფხულში გაქრება, ეს ბედის საჩუქარი იქნება, თუმცა ამ სცენარზე გათვლა არ ღირს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორ  მაიკლ რაიანზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

 „ცრუ იმედია იმის თქმა, რომ  ვირუსი (COVID-19 - რედ.) გრიპის მსგავსად, ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრება. იმედი გვაქვს, რო ასე მოხდება და ეს იქნება ბედის საჩუქარი.  თუმცა,  ამჟამად არ არის არანაირი მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდება.  ამიტომ აუცილებელია ვირუსთან ახლა ბრძოლა და არა იმის იმედი, რომ იგი თავისით ჩაცხრება“, – განაცხადა რაიანმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 98 ათასს გადააჭარბა, 3 387 დაიღუპა. საქართველოში ამ დროისთვის დაავადებულთა რიცხვმა 9–ს მიაღწია.

საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა – ორი მათგანი ირანში იმყოფებოდა, შვიდი კი იტალიაში. 

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0