საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეათე შემთხვევა დაფიქსირდა

© Sputnik / STRINGERინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ–ერთი მათგანია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა,  ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. 

ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
ჯანმოს წარმომადგენელი: „ფუჭი იმედია,  რომ კორონავირუსი  ზაფხულში გაქრება“

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება. მან დაადასტურა, რომ მეათე ინფიცირებული ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.

ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ–ერთი მათგანია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა –  შვიდი იტალიაში იმყოფებოდა, ხოლო ორი – ირანში.

„მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით. შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და დავიწყე მკურნალობა“, – წერს გამყრელიძე.

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის კარანტინში 140 ადამიანი რჩება, კიდევ 42 კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

ნიღბიანი ადამიანები ინფექციურ საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებისთვის ემზადება

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

საქართველომ პარასკევს იტალიასთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე ავიამიმოსვლა შეჩერდა ირანთან და ჩინეთთან. ასევე 6 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს ვირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოგზაურთა  შეზღუდვა.  ამასთან, საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებული არიან, გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.

ყველა ახალი ამბავი
0