მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.
21 მარტი: კლებადი მთვარე მერწყულის თანავარსკვლავედშია. შესანიშნავი დროა ნებისმიერი გონებრივი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თვითგანათლებისთვის, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისთვის. მიზანშეწონილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვების შემცირება, კონფლიქტებისთვის თავის არიდება. ადამიანები ამ დღეს საკმაოდ მრძნობიარენი არიან და ადვილად ნაწყენდებიან. აქედან გამომდინარე, მოერიდეთ უსოამოვნებებს როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. დღე სატურნის მფარველობით ჩაივლის.
22 მარტი: კლებადი მთვარე თევზების თანავარსკვლავედშია. მკვეთრად არის შემცირებული გონებრივი კონცენტრირების უნარი და მომატებულია ილუზიების სამყაროსკენ სწრაფვა. ამიტომ ამ დღეს არ ღირს იმ საქმეების გაკეთება, რომლებიც კონკრეტიკას მოითხოვს. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუმცა, კარგად ჩაივლის იურიდიული საკითხების მოგვარება და ინვესტიციებთან დაკავშირებული საქმეები. ოპტიმალური დღეა შედეგების შეჯამებისთვის. დღე მზის მფარველობით ჩაივლის.
23 მარტი: კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. საკმაოდ არახელსაყრელი, პასიური დღეა. შემცირებულია ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი, შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, დეპრესიული მდგომარეობა. დღე, სასურველია, აუცილებელი ყოფითი პრობლემების გადაჭრას მიუძღვნათ და განდევნოთ ნეგატიური აზრები. დღე მთვარის მფარველობით ჩაივლის.
24 მარტი: ახალმთვარეობა ვერძის ნიშანში. მომატებულია იმპულსურობა. სჯობს, გადადოთ საქმეები, რომლებიც სიზუსტესა და დაფიქრებას მოითხოვს. კარგი დღეა საქმეების დასრულებისთვის, ხოლო ახლის წამოწყება არასასურველია, თუ გეგმა წინასწარ არ გაქვთ მოფიქრებული. ეს დღე მარსის მფარველობით ჩაივლის, ამიტომ ადამიანები ენერგიით აივსებიან.
25 მარტი: მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშისა და დიეტის დაწყებისთვის. ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება დამატებით ენერგეტიკულ საზრდოს მიიღებს. ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორიცაა შური, ბრაზი, სიძუნწე. თუ მათ გადალახავთ, ეს ახალი წამოწყებების რეალიზებაში დაგეხმარებათ. დღე მერკურის მფარველობით ჩაივლის.
26 მარტი: მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. არის ბრძოლის, აგრესიულობის დღე. მოსალოდნელია კონფლიქტების გამწვავება ახლობელ ადამიანებს შორის. ამიტომ საჭიროა ნეგატიური ემოციების მაქსიმალურად ჩახშობა და ენერგიის, მაგალითად, ფიზიკურ სავარჯიშოებზე გადატანა. რეკომენდებული გეგმების დაწყობა, ახალი პროექტების დაწყება. დღე იუპიტერის მფარველობით ჩაივლის.
27 მარტი: მზარდი მთვარე კუროს თანავარსკვლავედშია. კურო სტაბილურობისა და გულმოდგინების ნიშანია, ამიტომ ძალზე ხელსაყრელი დროა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციისა და გარიგებისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მომატებულია აზროვნების უნარები, მეორე მხრივ ადამიანებში მოსალოდნელია სიზარმაცის „შემოტევა“. დღე ვენერას მფარველობით ჩაივლის.
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>
28 მარტი: მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. უგულისყურობას საკუთარი პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი, მერყეობასა და ეჭვებს დიდი პრობლემების მოტანა შეუძლია თქვენს საქმეებში. საჭიროა მაქსიმალური ყურადღება, რათა გარედან ნეგატიური გავლენა არავინ და არაფერმა მოახდინოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებს. დღე სატურნის მფარველობით ჩაივლის.
29 მარტი: მზარდი მთვარე ტყუპის თანავარსკვლავედშია. სწრაფი და ენერგიული საქმეების დღეა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ უნდა მიხედოთ საქმეებს, რომლებიც ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრაციას არ საჭიროებს. მოიმატებს ინტელექტუალური აქტიურობა. კარგი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. ადამიანებში გაჩნდება ერთი საქმიდან მეორეზე სწრაფად გადართვის სურვილი, ამიტომ გააკეთეთ ისეთი საქმეები, რომლებიც დიდ დროს არ მოითხოვს. დღე მზის მფარველობით ჩაივლის.
30 მარტი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. კარგი დღეა ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც წამიერ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თუ ადამიანები მოახერხებენ ორგანიზებულობას, ხელსაყრელი და ნაყოფიერი დროა აქტიური საქმიანობისთვის. რეკომენდებულია გეგმების დაწყობა, ახალი პროექტების დაწყება, ასევე დაუსრულებელ და არარეალიზებულ საქმეებზე მუშაობა. დღე მთვარის მფარველობით ჩაივლის.
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
31 მარტი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ისევე, როგორც 29 და 30 მარტს, ხელსაყრელი დროა სწრაფი და ენერგიული საქმეებისთვის, ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც წამიერ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. კარგი დროა ანალიტიკური საქმიანობისთვის, მაგალითად, დისერტაციის ან დიპლომის დაცვისთვის მასალების მოგროვებისთვის. რთული დღეა კოლეგებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობების თვალსაზრისით. დღე მარსის მფარველობით ჩაივლის.