რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 253-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ტესტირება
კორონავირუსის ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID-19-ის ეპიდაფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 54 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება რუსეთის ინფექციის განვითარებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19: რუსეთში ვაქცინის გამოცდა დაიწყო

მათი განცხადებით, 33 შემთხვევა დარეგისტრირდა მოსკოვში, დანარჩენები – რუსეთის რვა რეგიონში.

დადგენილია, რომ ეს მოქალაქეები მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში იმყოფებოდნენ ბოლო ორი ვირის განმავლობაში. ყველა ჰოსპიტალიზებული ინფექციურ ბოქსებში არიან მოთავსებული.

ამჟამად რუსეთის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო მაღალი მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს.

მსოფლიოში დღეისთვის კორონავირუსით დაავადებულია 246 276 ადამიანი. გარდაიცვალა 10 040. დაავადებამ მსოფლიოს 168 ქვეყანა მოიცვა.

ყველა ახალი ამბავი
0