საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა ბათუმში
სასწრაფო დახმარების მანქანა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. დღეს, დილით ინფიცირებულთა რაოდენობას სამი ადამიანი შეემატა, ხოლო ეს დღეს მეოთხე შემთხვევაა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია

კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებული საქართველოში ორი დღის წინ შემოვიდა. მას ოდნავ მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც კარანტინში გადაიყვანეს. დღეს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0