საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებულ განცხადებაში.

20 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1575, გამოჯანმრთელდა ერთი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 275 პაციენტია.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. დაავადების პირველ ნაკადში ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდებოდა, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო იტალიასთან. 

ყველა ახალი ამბავი
0