ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა

© photo: Sputnik / Stringerრესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, საავადმყოფოში განახლებები დაგეგმილი იყო, თუმცა კორონავირუსმა მოვლენები დააჩქარა.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის ახალი 30 აპარატი გადასცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ორსული - Sputnik საქართველო
ორსულობა კორონავირუსის პირობებში – თბილისში სპეციალურ განყოფილებას ამზადებენ

საქართველოს მთავრობა მთელი ძალით ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას და დაავადებისგან მოსახლეობის დაცვას. ამ მომენტისთვის დაავადებულთა რაოდენობაა – 38, მთავარი ამოცანაა – მასობრივი გავრცელების პრევენცია. ამ დროს ძირითად დასაყრდენს თავად მოსახლეობის მობილიზაცია წარმოადგენს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოს 50-მდე აპარატი აქვს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ გართულების შემთხვევაში პაციენტებისთვის ყველა საჭირო პირობა შეიქმნას.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ამით ჩვენ შეგვიძლია ამ საავადმყოფოში უზრუნველვყოთ პაციენტის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სათანადო პირობები. ეს 30 აპარატი არის მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, დამატებით ჩვენ მიერ კერძო სექტორში მოძიებულია 500-მდე სუნთქვის აპარატი, რომელიც ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აპარატები 2 ათას ლარამდე ღირს.

მინისტრის თქმით, ასევე იგეგმება ეკმოს აპარატების შემოტანა, რისთვისაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ეკმოს აპარატის შემოტანა იგეგმება ხვალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გვექნება დამატებითი ეკმოს აპარატი (ეკმო – ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაცია, როდესაც პაციენტის ორგანოების მუშაობა ხელოვნურად ხდება – რედ.)“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტების დანერგვაზე მუშაობენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, 2007 წლის შემდეგ ასეთი განახლება საავადმყოფოში არ ყოფილა. როგორც დირექტორმა აღნიშნა, განახლება დაგეგმილი იყო, თუმცა კორონავირუსმა მოვლენები დააჩქარა.

„უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2007 წლის შემდეგ ტექნიკის ასეთი განახლება არ ყოფილა. ეს დაგეგმილი იყო, უბრალოდ კორონავირუსმა დააჩქარა ეს მოვლენები. ძალიან მაღალი დონის აპარატურა მივიღეთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იქნება და ბევრ სასიკეთო ჩვენებებს მოგვცემს. პრევენციულად ჩვენ მზად ვართ ყველანაირი შესაძლო მძიმე გართულებისთვის“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38–ს მიაღწია>>

„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის სააგენტო – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა ახალი ამბავი
0