საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 მარტის მონაცემებით, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 81 პაციენტია.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე – stopcov.ge.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. დაავადების პირველ ნაკადში ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდებოდა, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო იტალიასთან. 

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 81 პაციენტია.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0