საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტების დანერგვაზე მუშაობენ

© photo: Sputnik / VItaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწრაფი ტესტები მედიკოსებს დაეხმარება, უმოკლეს დროში დაადგინონ – არის თუ არა პაციენტი დაავადებული კორონავირუსით ან რამე სხვა ვირუსული დაავადებით.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად სწრაფი ტესტები დაინერგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.

გაბუნიას თქმით, საქართველო რეკომენდაციებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უკვე იყენებენ ამ მეთოდს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად

„სამხრეთ კორეის გამოცდილება ამ თვალსაზრისით საინტერესოა. როგორც კი გვექნება ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული სურათი, რა ადგილი შეიძლება დაიკავოს სწრაფმა ტესტებმა ჩვენი ეპიდემიის კონტროლში, პროტოკოლი შესაბამისად შეიცვლება“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანებს მაღალი ტემპერატურა აქვთ გრიპის ან სხვა ცნობილი ვირუსების გამო და მათ არ სჭირდებათ სპეციფიკური ტესტირება კორონავირუსზე ან ჰოსპიტალიზაცია. ასეთ შემთხვევებში სწრაფი ტესტები ეფექტური იქნება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 64 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0