სამედიცინო პირბადეებს საქართველოში შეკერავენ

© Sputnik / Alex Shlamovთბილისი დღეს
თბილისი დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, პირბადეებზე მსოფლიოში მოთხოვნა სწრაფად იზრდება, შესაბამისად მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ვირუსისგან დაცვის საშუალებების ადგილობრივ წარმოებას.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სამკერვალო საწარმოები მზად არიან, აქტიურ რეჟიმში დაიწყონ პირბადეების წარმოება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

16 მარტისათვის საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდგინდა. აქედან ერთი უკვე განიკურნა. კარანტინზე რჩება 637 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკებში იმყოფება 54 ადამიანი. ამასთან ერთად ქვეყანაში სამედიცინო პირბადეების და რესპირატორების დეფიციტია, მოსახლეობამ მასობრივად შეიძინა დამცავი საშუალებები, მათ შორის ანტისეპტიკები და სიცხის დამწევები.

თბილისის ქუჩები დღეს - Sputnik საქართველო
განათლება პანდემიის დროს: საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს

პირბადეების წარმოება სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას 20-მდე სამკერვალო საწარმოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს.

„იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ,  როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „აჭარა ტექსტილის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომინაძემ.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი ჟურნალისტებისთვის ახალ წესებს შემოიღებს

კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანია „მოვიმ“.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ანა ანდრონიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საწარმო ჩართულია პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით პროცესში.

„დღეს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ შეზღუდვები არ დაწესდება ლოგისტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და ამისკენ მოვუწოდებთ სხვა მწარმოებლებსაც“, - აღნიშნა ანა ანდრონიკაშვილმა.

ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის“ განცხადებით, კომპანია მზად არის, მარლის არსებული ნაშთი უფასოდ გადასცეს სახელმწიფოს პირბადეების წარმოებისთვის.

„ჩვენმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ მარლის არსებული ნაშთი გადასცეს სახელმწიფოს უფასოდ, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს პირბადეების წარმოება. მომდევნო ეტაპზე, მომდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, რომ შეუფერხებლად მოხდეს მარლის იმპორტი და მიწოდება იმ წარმოებისთვის, რომლებიც მზად არიან და გამოხატეს პასუხისმგებლობა, რომ ჩაერთონ წარმოებაში და მხარში დაუდგნენ სახელმწიფოს“, - განაცხადა „სმარტ ფარმის“ წარმომადგენელმა, თეა მგალობლიშვილმა.

კაზინო - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების მიზნით სათამაშო ბიზნესის ტიტანი დროებით წყვეტს მუშაობას

ნათია თურნავას განცხადებით, პირბადეებსა და ზოგადად, ვირუსისგან დამცავ სხვა საშუალებებზე მსოფლიოში მოთხოვნა სწრაფად იზრდება, შესაბამისად მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ვირუსისგან დაცვის საშუალებების ადგილობრივ წარმოებას.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამკერვალო საწარმოებთან ერთად მიდის სხვადასხვა ნიმუშებისა და იმ მასალის დატესტვა, რომელიც პირბადეების წარმოებისთვის არის საჭირო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროცესში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია.

„გამოიკვეთა რამდენიმე სახის ალტერნატიული მასალა, რომელთაგან შეიძლება ადგილზე, საქართველოში, ჩვენს ფაბრიკებში დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, განახორციელონ ეს პროექტი, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამკერვალო კომპანიები, მათი მენეჯმენტი, თანამშრომლები დიდი გულისხმიერებით მოეკიდნენ ამ მოწოდებას.

ყველა ახალი ამბავი
0