განათლება პანდემიის დროს: საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს

© Sputnik / STRINGERთბილისის ქუჩები დღეს
თბილისის ქუჩები დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროში განმარტეს, როგორ წარიმართება დისტანციური სწავლების პროცესი და კომუნიკაცია პედაგოგებს შორის

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტებმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან და უწყებათაშორის საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავეს სპეციალური რეკომენდაციები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროზე დაყრდნობით.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის >>

რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა დაგეგმონ სასწავლო პროცესი ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი მიზნები მიღწეულ იქნეს.

ამისათვის არდადეგების დროს პედაგოგებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ დისტანციური კომუნიკაციის ყველა არხი (მობილური კავშირი, სოციალური ქსელები, ვიდეოზარები, ელექტრონული ფოსტა), რათა უზრუნველყონ მოსწავლეები საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსებით.

კაზინო - Sputnik საქართველო
უსაფრთხოების მიზნით სათამაშო ბიზნესის ტიტანი დროებით წყვეტს მუშაობას

ამასთან, განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სკოლებმა, მასწავლებლებმა და საკლასო ხელმძღვანელებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა. ანუ დარწმუნდნენ, მიუწვდებათ თუ არა მათ ხელი მობილურ კავშირზე, აქვთ თუ არა კომპიუტერი და ინტერნეტი. ამის შემდეგ, მოსწავლეების ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლა ვალდებულია, მოამარაგოს ისინი კლასგარეშე მასალით ბავშვებისა და მშობლებისთვის ნებისმიერი მოსახერხებელი გზით. 

ასეთ რეჟიმში პედაგოგებმა დამოუკიდებლად უნდა მოამზადონ შესაბამისი მასალები - საკითხავი ლიტერატურა, თემატური დავალებები, შემეცნებითი ტესტები, სააზროვნო პროექტები, ინტერაქტიული ონლაინ-პლატფორმები და სხვა ელექტრონული მასალები.

სკოლები ვალდებული არიან, ასევე, დაამყარონ დისტანციური კომუნიკაცია საკლასო ხელმძღვანელებს შორის, ცალკეულ პედაგოგებსა და კათედრების გამგეებს შორის. ამ პროცესში მათ შეუძლიათ გამოიყენონ Microsoft office 365-ის პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა საჯარო სკოლისათვის. დაწვრილებით დისტანციური სწავლების ინსტრუქციების ნახვა შესაძლებელია აქ. უფასო რესურსების ჩამონათვალს სამინისტრო პერიოდულად განაახლებს საგანმანათლებლო პორტალზე el.ge.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო სასკოლო არდადეგების 1 აპრილამდე გადადების გადაწყვეტილება. 16 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა ერთი ინფიცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0