საქართველოს მთავრობამ საზღვარზე კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლის რეჟიმი გაამკაცრა

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაცემული იყო ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
თვითიზოლაციის რეკომენდაცია სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც ეძლევა

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწესებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან. ამ რეჟიმს ემატება: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა, ან ისიც გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს", – განაცხადა გახარიამ.

აქამდე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაცემული იყო ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის>>

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0