12 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / dawidxწმ. მიქაელის მთა
წმ. მიქაელის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 12 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 მარტი

11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

© FB/ Zodiac Signsთევზები
12 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.

ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი

12 მარტს დაბადებულები

12 მარტს არტისტული, ნიჭიერი, ენერგიული ადამიანები იბადებიან. ისინი ლიდერები არიან, იზიდავენ ადამიანებს, მათ წინ უძღვებიან. ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული და იდეალური აქვთ. იზიდავენ წარმატებებს, ხოლო ფორტუნა ანებივრებს მათ. წარმატებისა და სიმდიდრის მიღწევაში შრომისმოყვარეობა და ჟინი ეხმარება. ისინი პატივს სცემენ ტრადიციებს და უფრთხილდებიან ოჯახს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

12 მარტს დაბადებულები სიმტკიცითა და სითამამით გამოირჩევიან. ისინი საოცრად ამტანი და მედგარი არიან ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, იმედგაცრუება არ ახასიათებთ, უბრალოდ, გამოცდილებას მომავლისთვის ითვალისწინებენ. ისინი ბრძოლაში იხსნებიან და ეს ბრძოლა თითქოს სიხარულსაც გვრით. არიან რა ნიჭიერი ადამიანები, ხანდახან ცდილობენ, ყველა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ასე კი შეიძლება მთავარ მიზანს მოწყდნენ, ამიტომ ერთი სფერო უნდა შეარჩიონ და მთელი ძალისხმევა მისკენ მიმართონ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

თუ ამას არ გააკეთებენ და საკუთარ თავს შეზღუდვებს არ დაუწესებენ, რომ საქმიანობის ერთი კონკრეტული, არჩეული გზიდან არ გადაუხვიონ, მათ მიმართ ბრალდებების კორიანტელი წამოვა, ხოლო ამ დღეს დაბადებულ ქალებს სხვადასხვა ყვავილზე მოფარფატე პეპლებს შეადარებენ. მათთვის მისაღებია სარისკო და საშიში სიტუაციები, რაც სხვებში შიშს თესავს და გაქცევის სურვილს აჩენს. შესაძლოა, ასეთი პოზიცია იმით აიხსნება, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ რისკით მეტი წარმატების მიღწევა და უმაღლესი ჯილდოს მიღება შეიძლება.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

12 მარტს დაბადებულებს სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ამას სახალხოდ არადროს აღიარებენ. იშვიათად საკუთარ თავში ჩაკეტვაც უყვართ და ეჩვენებათ, რომ ამის გარდა სხვა არაფერი სჭირდებათ. მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მალე ბეზრდებათ, იღლებიან და სხვებთან დაგროვებული შთაბეჭდილებების გაზიარების სურვილი უჩნდებათ, ეძებენ ყურადღებიან მსმენელს და ამ დროს შეიძლება გამომწვევმა თვითრეკლამამაც გაიტაცოს. ამ დღეს დაბაბდებულები იოლად უთავსებენ ერთმანეთს ფიზიკურ წარმოდგენებს მეტაფიზიკურთან. მრავალმხრივი გონება მათ საშუალებას აძლევს, უფრო ფართოდ იფიქრონ, გააანალიზონ, მიზეზებისა და შედეგების ჯაჭვი შეკრან. მათ შიგნით ბუდობს ღრმა რწმენა იმისა, რომ ყოველივე დროებითია.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

მიუხედავად იმისა, არიან მორწმუნენი თუ არა რელიგიური თვალსაზრისით, სწამთ, რომ არსებობენ უმაღლესი ძალები, რომლებიც განაგებენ დედამიწაზე ყველაფერს. 12 მარტს დაბადებულებს შესანიშნავი აბსტრაქტული აზროვნება აქვთ. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთ მსჯელობებსა და რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში, შეზღუდონ არააადეკვატური „ფილოსოფია", ამან შეიძლება ემოციური არამდგრადობა გამოიწვიოს. მათთვის აუცილებელია წონასწორობის პოვნა და მისი შენარჩუნება.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ჯანმრთელობა

12 მარტს დაბადებულები ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არიან, თუმცა ემოციური არამდგრადობა ახასიათებს. მათ ახალგაზრდობიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება თავიანთ შინაგან მდგომარეობას, გამოავლინონ პრობლემები და აღმოფხვრან ისინი. ამაში შეიძლება დაეხმაროთ ორგანიზმზე აქტიური ზემოქმედება. ძალიან წაადგებათ ენერგიული ვარჯიშები, სექსუალური განმუხტვა. ისინი არ იცავენ დიეტას და მიირთმევენ იმას, რაც სურთ და მათ ორგანიზმს ეს არ ვნებს და თუ პრობლემა იქმნება, პირველ რიგში, წონის მატებასთან დაკავშირებით, ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ამ ჩვეულებაზე უარი თქვან.

რჩევა:

იპოვეთ ჰარმონია პიროვნების შინაგან სულიერ მხარესა და მატერიალურობას შორის. ნუ გამოედევნებით წარსულს. სენსაციურობა თქვენთვის არ არის. აჩვენეთ გარშემომყოფებს თქვენი საუკეთესო მხარეები, თუმცა, მიიღეთ უარყოფითიც – საკუთარიცა და გარემო სამყაროსიც.

ყველა ახალი ამბავი
0