„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში გადავიდა - ნოდარ მელაძე განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე არხის ჟურნალისტთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადაიყვანეს, ინფორმაციას სოციალურ გვერდზე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურა

მისი თქმით, ჟურნალისტს კომუნიკაცია ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სიუჟეტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შვილის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს ეხებოდა.

თეა დარჩია - Sputnik საქართველო
თეა დარჩია კორონავირუსს ბრძოლას ცეკვით უცხადებს – ქორეოგრაფი ვიდეოს აქვეყნებს

„თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა სახლში ინფიცირებულის ოჯახთან. სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა). გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში“, - წერს ნოდარ მელაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0