სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურა

© photo: Sputnik / VItaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 მარტს ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა

უწყების ინფორმავციით, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს - შვილს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი კი იყო უარყოფითი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები, შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას", - აღნიშნულია სამინისტროს facebook-გვერდზე.

„მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო“- „გეფას“ დირექტორის წერილი ინფექციურიდან>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0