სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა. პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. მის შვილს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ინფორმაცია პრესკონფერენციაზე დაადასტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

Отар Данелия - Sputnik საქართველო
„მოგმართავთ თხოვნით...“ – ოთარ დანელია თვითიზოლაციის მიზეზებს განმარტავს

„ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისგან და ბრიფინგისგან. თვითიზოლაციაშია, რაც ადასტურებს ასევე მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად ბატონ იურის კორონავირუსი არ დაუდგინდა. შესაბამისად, ამ წყაროთი სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ, რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად შეზღუდა საერთაშორისო მივლინებები.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის წევრი ოთარ დანელიაც. 

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 პაციენტი. აქედან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო ერთი საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თბილისის ინფექციურ კლინიკაში, დღევანდელი დილის მონაცემებით, 30 პაციენტი იმყოფება.

კორონავირუსი და ქართული ტრადიციები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და ქართული ტრადიციები

საჩხერის სასტუმროს საკარანტინე სივრცეში გუშინ, გვიან ღამით 30 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19: გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 452 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0