საქართველოში უფრო და უფრო მეტ ორგანიზაციას შეაქვს კორექტირება სამუშაო პროცესში, რათა შემცირდეს ადამიანებს შორის კონტაქტი და შესაბამისად შემცირდეს ვირუსის გავრცელება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საჭიროა ხელების ხშირი და ხანგრძლივი დაბანა (მინიმუმ 20 წამი), რადგან ვირუსი ზედაპირული კონტაქტით გადაიცემა. არ ღირს თვალებზე შეხება და მათი მოსრესა, ასევე ცხვირზე, პირსა და ყურებზე, რადგან ასე კორონავირუსით დაავადების საფრთხე იზრდება. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ, არსებული მონაცემებით, ფულის კუპიურებით ვირუსის გადაცემის შანსები ძალიან დაბალია.
აუცილებელი წესების დაცვასთან ერთად, სურვილისამებრ, შესაძლებელია ნიღბის ტარებაც. თუმცა, აუცილებელია მისი ხშირი შეცვლა, თანაც, ხელი უნდა მოჰკიდოთ მის სამაგრებს და არა თავად ნიღაბს, რადგან, შესაძლოა, მის ზედაპირზე იყოს ვირუსი, რომელიც შემდგომ სახის კანზე გადაინაცვლებს. ნიღბები ერთჯერადია, აუცილებელია მათი შეცვლა ყოველ ერთ საათში, მოხსნის შემდეგ კი – მაშინვე გადაგდება. პირბადის ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია.
ვირუსი დაახლოებით 1,5 მეტრამდე მანძილზე ვრცელდება. შესაბამისად, ჯობს თავის შეკავება ჩახუტების, კოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან. დაავადებულებს მოუწოდებენ, ატარონ ნიღბები და ახლო კონტაქტი არ იქონიონ სხვა ადამიანებთან. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანებს, მათთვის პირბადის ტარება რეკომენდებულია შენობებსა და ტრანსპორტში.