Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„მოგმართავთ თხოვნით...“ – ოთარ დანელია თვითიზოლაციის მიზეზებს განმარტავს

© Facebook / photo: Otar Danelia / FBოთარ დანელია
ოთარ დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა. პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ თვითიზოლაციის მიზეზები განმარტა და სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
არსებობს თუ არა კორონავირუსის საკვებით გადადების საშიშროება: EFSA განცხადებას ავრცელებს

როგორც პარლამენტის დეპუტატი წერს, სტამბულიდან სამუშაო ვიზიტიდან მისი დაბრუნებისას იმავე თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავიდა თვითიზოლაციის რეჟიმში.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე“, – წერს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე Facebook-ზე.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 პაციენტი. აქედან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო ერთი საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. თბილისის ინფექციურ კლინიკაში, დღევანდელი დილის მონაცემებით, 30 პაციენტი იმყოფება.

საჩხერის სასტუმროს საკარანტინე სივრცეში გუშინ, გვიან ღამით 30 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

შემოწმება საზღვარზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის გამო უცხოეთის 25 მოქალაქე არ შემოუშვეს

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 452 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0