საქართველოში კორონავირუსის გამო უცხოეთის 25 მოქალაქე არ შემოუშვეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliშემოწმება საზღვარზე
შემოწმება საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ბოლო ორ დღეში უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მათ შორის, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს, აზერბაიჯანის 24 და უკრაინის ერთი მოქალაქეა.

ნიღბიანი მოქალაქეები თბილისში - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას დროებით წყვეტს

„ზოგ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, ზოგ შემთხვევაში კი ახალი პასპორტი გახდა მიზეზი საქართველოში არ შემოშვების, ვინაიდან არის მაღალი ალბათობა, რომ ახალი პასპორტის მქონე მოქალაქეები იმყოფებოდნენ რისკ-ჯგუფ ქვეყნებში და პასპორტის გამოცვლით მალავდნენ სამოგზაურო ისტორიას", – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

საქართველოში COVID-19-ის ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 15-ს მიაღწია. 8 მარტის საღამოს მონაცემებით, კარანტინში 141 ადამიანი რჩება, 51 კი კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის.

ქვეყნის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგები 16 მარტამდე გამოცხადდა, არ მუშაობს თეატრები და მუზეუმები. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19: კორონავირუსი ჩინეთში უკან იხევს, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ხელისუფლების განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ 14 დღის განმავლობაში არ ეკონტაქტონ ადამიანებს და ასევე თავი შეიკავონ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისგან.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 106 893 ადამიანს აღწევს, დაიღუპა 3 639, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაში. კორონავირუსი უკვე 103 ქვეყანაშია გამოვლენილი.

ყველა ახალი ამბავი
0